Saturday, March 12, 2011

ათონი–ქართველი მოღვაწენი


1.პროექტის  სახელწოდება: ათონი–ქართველი მოღვაწენი
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ათონის ივერთა მონასტრის ისტორიას    მის მნიშვნელობას ჩვენი ერისთვის,იქ მოღვაწე ქართველების შესახებ.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ათონის შესახებ,გამოიკვლევენ ეპოქას,რეალურ ფაქტებს.ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე ქართველების შესახებ.
ქრისტიანული კულტურის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ათონი მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე,რომელსაც ეგეოსის ზღვა ეკვრის.
ათონი მართლმადიდებელი ბერების ქვეყანაა.მე–9საუკუნის 80–იან წლებში ბიზანტიის კეისარმა ათონი ოფიციალურად გამოაცხადა ბერების ადგილსამყოფებლად.პირველი მონასტერი აქ მე–9 ს–ის 60–იან წლებში  დაარსდა.მალე შეიქმნა წესდება,რომლითაც განისაზღვრება მონასტრების უფლება–მოვალეობები.
მე–10საუკუნეში ათონს მიაშურეს სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანმა ბერებმა, მათ შორის – ქართველებმა.
       ამჟამად ათონი საბერძნეთის სახელმწიფოს ნაწლია, რომელსაც თვითმმართველობისუფლება აქვს მინიჭებული. ათონელი ბერების სულიერი ცხოვრებას კონსტატიპოლის საპატრიაქო განაგებს.
      ათონზე სხვადასხვა დროს ბევრი მონასტერი დაარსდა. მათგან ადრინდელია დიდი ლავრა. იგი 963 წელს დაარსა ქართველი ბერების დიდმა მეგობარმა, დედით ლამაზმა წმინდა ათანასემ. ამ მონასტერში მრავალი სიწმინდეა დაცული.
      ივირონის მონასტერი ძველი ანტიკური ქალაქის ნანგრევებზეა აშენებული. აქ ქართველი ბერები აღარ ცხოვრობენ.
    მე–10–მე–11 საუკუნეებში მოღვაწეობდნენ მამა და შვილი იოანე და ექვთიმე ათონელები და სხვა ბერები.  მათ მიერ ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი თხზულებების ხელნაწერები დღესაც ივერთა მონასტრის წიგნაცავში ინახება. ივერთა მონასტრის დიდი განძია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომლისთვისაც საგანგებოდ აიგო მომცრო ეკლესია.
4. მოსწავლეთა ასაკი| კლასი–14-15 წელი |მე –9-10კლასი
 5.ვადები, ხანგრძლივობა– 2 თვე 
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოიძიონ მასალა ათონის მონასტერზე და იქ მოღვაწე
ქართველებზე – ექვთიმე და იოანე ათონელებზე, გიორგი მთაწმინდელზე. ამ თემებზე დისკურსიების
მოწყობა, სურათების მოძიება და გამოფენის მოწყობა. კვლევა აღნიშნულ საკითხებზე.
7.მოსალოდნელი შედეგი: მომზადდება პროექტები ათონის შესახებ ფოტო–მასალით , ისტორიით  და მათი ღვაწლით.
8. სარგებლობა სხვისთვის:  ისტ–ის  გამოყენებით მოიძიონ ათონის  სამონასტრო კომპლექსი. პროექტის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას.
9. სამუშაო ენა–ქართული.


10. საგნებთან კავშირი:  ისტორიასთან, რელიგიასთან,გეოგრაფიასთან.
11.მონაწილეები სხვა კლასებიდან:მოსწავლეები დაათვალიერებენ გამოფენას.
12.პროექტის ხელმძღვანელი:მ.გივიშვილი
13.ხელ–ლის ელ–ფოსტა:mariketigi@gmail.com